ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა


იემენის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა
იემენის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა

იემენის ოფიციალური წყაროების ცნობით, პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც მკურნალობის კურსს გაივლის. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად სად ჩაფრინდა პრეზიდენტი სალეჰის თვითმფრინავი. ცნობილია, რომ ის აშშ-ში ლონდონიდან ჩავიდა. მისი აპარატის ინფორმაციით, სალეჰი შეერთებულ შტატებში მკურნალობის კურსს გაივლის. როგორც ცნობილია, ის ივნისში თავდასხმის შედეგად მიღებულ ჭრილობებს საუდის არაბეთში მკურნალობდა. პარალელურად, იემენში შეტაკებები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ერთერთი შეტაკებისას მაღალჩინოსანი ოფიცერი, სამთავრობო არმიის ჯარისკაცი და ოთხი ამბოხებული დაიღუპა.

XS
SM
MD
LG