ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაზირისტანი - თალიბების მოქმედების ზონა


ვაზირისტანი - თალიბების მოქმედების ზონა

ავღანეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა იზრდება

აფეთქება მოხდა პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე. გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ორი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და თხუთმეტამდე დაიჭრა. პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბი დაუდგენელმა პირებმა დაამონტაჯეს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონი თალიბანის მოძრაობის საყრდენ ტერიტორიად ითვლება, სადაც ასევე მრავალი ავღანელი დევნილია თავშეფარებული. ბოლო პერიოდში ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე აფეთქებების და თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ორ ქვეყანს შორის ურთიერთობის დაძაბვაზეც მოახდინა გავლენა. გუშინ პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ავღანეთიდან პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ათობით თალიბი მებრძოლი შევიდა და სამხედრო საგუშაგოზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG