ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სამხედრო გემები ლიბიის ნაპირებისკენ მიიწევენ


ამერიკული სამხედრო გემები ლიბიის ნაპირებისკენ მიიწევენ
ამერიკული სამხედრო გემები ლიბიის ნაპირებისკენ მიიწევენ

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება ორი სამხედრო ხომალდის სუიცის არხის მიმართულებით გეზის აღება.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება ორი სამხედრო ხომალდის სუიცის არხის მიმართულებით გეზის აღება. სუიცის არხთან აშშ-დან 400 ქვეით მეზღვაურს გადაისვრიან. განცხადების თანახმად ეს ზომა მიიღეს იმ შემთხვევისათვის თუ საჭირო გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარება.როგორც გეითსმა აღნიშნა, ამჟამად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი პრეზიდენტ ობამასთვის ამზადებს რამოდენიმე საგანგებო ვარიანტს იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ლიბიაში და რეგიონში სტაბილობის აღდგენისათვის.გეითსი არ გამორიცხავს ფრენებისათვის აკრძალული ზონის დადგენას ლიბიის თავზე, რომ ამით ხელი შეუშალონ მოამარ კადაფის ავიაცია გამოიყენოს მეამბოხეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG