ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივნის განცხადებით, სამართალდამცავები ერთი წლის წინ დაკავებული იმ სამი ამერიკის მოქალაქის დაკითხვას იწყებენ, ვინც შარშან ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა,რომ ამერიკის მოქალაქეები ამ ბრალდებას უარყოფენ, თეირანი მათ დღემდე ჯაშუშობაში ადანაშაულებს.
ახლახანს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა,რომ თეირანი ევროპასა და შეერთებულ შტატებში ამერიკის მოქალაქეების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციებს „პოლიტიკურ ზეწოლად“ აფასებს. მისივე თქმით, შეერთებული შტატების მთავრობის ბრძანებით, დღემდე ამერიკის ციხეებიდან არ ათავისუფლებენ ირანელ მოქალაქეებს,რომლებსაც ბრალად პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაული ედებათ.
აღსანიშნავია ისიც,რომ გასულ წელს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა შეერთებული შტატების მთავრობას სამი ამერიკის მოქალაქის, შეერთებულ შტატებში დაკავებული ირანის მოქალაქეებში გაცვლა შესთავაზა.თუმცა შეერთებულმა შტატებმა ეს შემოთავაზება უარყო და არც ამერიკის ციხეებში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ირანელი მოქალაქეების არსებობის ფაქტი დაადასტურა.
გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ირანს დაკავებული სამი ამერიკის მოქალაქის გათავისუფლებისკენ.
ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ირანი ვალდებულია სამართლიანი ნაბიჯი გადადგას და ამ ტრაგიკული მოვლენიდან ერთი წლის თავზე, დაკავებულები გაათავისუფლოს.
გუშინ, ნიუ იორკში სამივე ამერიკის მოქალაქის დედა წინ მიუძღოდა დემონსტრანტებს,რომლებიც ამერიკის მოქალაქეების ერაყის მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. თეირანის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეებმა ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაალახეს, თუმცა ზოგიერთი ქურთი თვითმხილველის განცხადებით, დაკავებულები ერაყის ტერიტორიაზე დააპატიმრეს.
ნორა შურდმა,რომელიც ერთერთი დაკავებულის - სარა შურდის დედაა, ნიუ იორკში გაეროს შენობაში მდებარე ირანის მისიის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა:
„ერთადერთი საშუალება, რითაც ირანის მთავრობას შეგვიძლია მივმართოთ, გაეროში მოქმედი ირანის მისიაა. იმედი გვაქვს,რომ ჩვენი მოთხოვნა ელჩის ყურამდე მიაღწევს“
აქციებზე დაკავებული ამერიკელების სინდი ჰიკისა და შეინ ბაუერის დედები ირანის ლიდერის მიმართ ემოციური მოწოდებით გამოირჩეოდნენ.მათ სთხოვეს ირანის მთავრობას, პოლიტიკური მიზნებზე უარი თქვას და გულისხმიერებას მოუხმოს:
„ეს არასამართლიანი ქმედებაა. თქვენ ჩვენს შვილებთან არაფერი გესაქმებათ. ისინი უდანაშაულონი არიან. უსმინეთ თქვენს გულისთქმას, გაათავისუფლეთ ჩვენი შვილები,მათ ხომ პოლიტიკასთან არაფერი ესაქმებათ“
დაკავებულთა დედების საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა,რომ ირანს შეერთებულ შტატებთან არანაირი დიპლომატიური ვალდებულებები არ აკავშირებს.მან ასევე აღნიშნა,რომ ამერიკის მოქალაქეებს ირანში საერთაშორისო ნორმების დაცვით ცივილურ პირობებში ამოყოფებენ.თუმცა ამ მიმართვას დაკავებულთა დედებმა მწვავე რეაქციით უპასუხეს და აღნიშნეს,რომ ამერიკის მოქალაქეები ყოველგვარი ბრალდების გარეშე დაპატიმრეს და დღემდე არ აძლევენ საშუალებას, რომ საკუთარ ადვოკატებს გაესაუბრონ.