შეერთებული შტატების და პაკისტანის ოფიციალური პირები მკაცრად გმობენ პრესაში იმ საიდუმლო ინფორმაციების გაჟონვის ფაქტს, რომელიც ავღანეთის ომის შესახებ ამერიკულ სამხედრო ფაილებს შეეხება. ინტერნეტ-საიტმა „უიკილიკსმა“ გუშინ ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა. იქვე ნათქვამი იყო, რომ გამოცემას კიდევ დამატებითი 15 ათასი დოკუმენტი გააჩნია, რომელიც აუცილებალდ გამოქვეყნდება, რადგანაც ამას მოითხოვს ავღანეთში არსებული ვითარება. ეს ფაილები 2004-2009 წლების პერიოდს ასახავს. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსმა ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს „უპასუხისმგებლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამით არა მარტო ამერიკელების და მათი პარტნიორების სიცოცხლე, არამედ მთლიანად ეროვნული უსაფრთხოება დგება რისკის ქვეშ.
პოპულარული
1