ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი და გეითსი სამხრეთ კორეაში იმყოფებიან


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ორი კორეული სახელმწიფოს დემილიტარიზებულ ზონას ეწვივნენ. ეს ფაქტობრივად სეულთან სოლიდარობის დემონსტრირება გახდა, მას შემდეგ რაც ფხენიანმა სამხრეთ კორეული სამხედრო ხომალდი ჩაძირა. კლინტონი და გეითსი სულ რამოდენიმე საათში ეწვივნენ დემილიტარიზებულ ზონას, მას შემდეგ რაც კლინტონი ავღანეთიდან სეულს ჩაფრინდა. ქაბულიდან გაფრენამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მ უნდა გამოავლინოს სამხრეთ კორეისადმი თანადგომა. კლინტონი და გეითსი სეულში პატივს მიაგებენ კორეის ომში დაღუპულთა ხსოვნას, ისევე როგორც იმ 46 მეზღვაურისა, რომლებიც 26 მარტს სამხრეთ კორეული სამხედრო ხომალდის ჩაძირვისას დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG