ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ მედიკამენტებზე კონტროლი უნდა გაამკაცროს


საქართველომ მედიკამენტებზე კონტროლი უნდა გაამკაცროს
საქართველომ მედიკამენტებზე კონტროლი უნდა გაამკაცროს

გამოქვეყნდა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში ჩატარებული დაკვირვების შუალედური შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში ჩატარებული დაკვირვების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.

ასოციაციამ ამ ეტაპზე შემდეგი საკითხები შეისწავლა : წამლის ხარისხის კონტროლი 2009-2010 წწ, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენცია, მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების სერთიფიკატები, იმპორტირებული მედიკამენტების დასამზადებელი მასალების საეჭვო ხარისხი და სხვა.

ასოციაციის პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებელია კონტროლის გამკაცრება : -

"2009 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანია, გამარტივდეს ფარმაცევტული პრეპარატების შემოტანისა და გასაღების პროცედურა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ასოციაცია (აფბა) არ იზიარებს კანონპროექტის ავტორთა და მომხრეთა შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცვლილება ბაზარზე კონკურენციას გაამძაფრებს. დღეისათვის ახალი ცვლილებებით საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ფალსიცირებული მედიკამენტების მოხვედრის ალბათობა ორჯერ გაიზარდა"

მწარმოებლის თანხმობის გარეშე საქართველოში ახალი პრეპარატის დაშვების შესაძლებლობა ქმნის მედიკამენტების ფალსიფიკაციის მაღალ რისკს, რადგან შესაძლოა ქვეყანაში შემოვიდეს ამ კომპანიის სახელით დაფასოვებული ფალსიფიცირებული წამლები, რომლის წარმომავლობასაც ვერ გავარკვევთ, რადგან იმპორტიორს ექსკლიუზიური მწარმოებლის თანხმობის ვალდებულება არ აქვს.

XS
SM
MD
LG