ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები ემუქრება


დღეს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ირანისადმი სანქციების მეოთხე ჯერის დაწესებას. კენჭისყრა წარმოადგენს თვეების განმავლობაში მიმდინარე საკმაოდ რთული მოლაპარაკებების კულმინაციას. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე აღიარა ამ პროცესის სირთულე:

-„მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები თავის თავად რთულია, მაგრამ მე მთელი ძალით შევეცდები, რომ მკაცრი სანქციები დაუწესონ ირანს, რომელიც თან მოიტანს სავალალო შედეგებს თეირანისათვის თუ იგი უარს არ იტყვის მის ბირთვულ ამბიციებზე.“

მაისში აშშ-ს სახ-დეპის მდვანმა ჰილარი კლინტონმა მსოფლიოში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტის განხოლვისას ნიუ-იორკში განაცხადა, რომ ირანი დღესაც არ ემორჩილება მსოფლიო საზოგადოებრიობის მოთხოვნას:

-„დღეს აქ წარმოდგენილი სახელმწიფოებიდან მხოლოდ ირანია, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით არ ემორჩილება ამ ორგანიზაციის მოთხოვნებს ბირთვულ დარგში. „

კლინტონის განცხადება მოჰყვა ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებას, რომელშიც მან მწვავედ გააკრიტიკა აშშ, მთლიანად დასავლეთი და ისრაელი ბირთვული ენერგიის საკითხებში. გუშინ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო დაამტკიცებს ახალ სანქციებს ირანის მიმართ, ამით ფაქტობრივად აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელიდან გაუშვებას ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესების კარგ შესაძლებლობას.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰავარდ ბერმანმა ერთი ფრაზით გამოხატა ის თუ რამდენად საჭიროა სანქციების რაც შეიძლება მოკლე დროში დამტკიცევა:

-„ ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მკაცრი სანქციები, რაც შეიძლება მოკლე დროში.“

გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის ძალით ირანი ვეღარ შესძლებს ისეთი პროგრამების განვითარებას, რომლებიც ეხება ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, ირანის მიერ ურანის მოპოვების დარგში ინვესტიციების გაკეთებას და ისეთი შეიარაღების შესყიდვას, როგორებიცაა რაკეტები და საიერიშო შვეულმფრენები. იქვე მოცემული იქნები მთელი როგორ კომპანიების, სავაჭრო ერთეულებისა და ინდივიდუმების სია, რომლებსაც შეეხება ეს სანქციები, მათ შორის ის ერთეულები, რომლებსაც ფლობენ ან აკონტროლებენ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრები და ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ირანის ბირთვული პროგრამის ან ბალისტიკური რაკეტების შემუშავების პროცესში.

XS
SM
MD
LG