პრეზიდენტი ბარაკ ობამა სრულად უცხადებს მხარდაჭერას სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მუნგ ბაკს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,რაც მან ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო საპატრულო გემის ჩაძირვის საპასუხოდ მიიღო.
24 მაისით დათარიღებულ მიმართვაში თეთრი სახლი აღნიშნავს,რომ სამხრეთ კორეის მიერ განხორციელებული ზომები არსებულ სიტუაციას შეესაბამება და შეერთებული შტატები მას მუდმივად მხარს დაუჭერს.
26 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ტერიტორიულ წყლებში აფეთქების ხმა გაისმა და 1200 ტონიანი სამხრეთ კორეის შუაზე გახლეჩილი საპატრულო გემი ზღვის ფსკერზე ჩაიძირა.გემზე მყოფი 58 მეზღვაური გადარჩა .მაგრამ 46 ტრაგიულად დაიღუპა.
სამხრეთ კორეის,შეერთებული შტატების,შვედეთისა და ავსტრალიის ექსპერტებმა აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს. ოკეანის ფსკერზე აღმოჩენილი იქნა ჩრდილო კორეის წარმოების ტორპედოს პროპელერის ნაწილები და ასაფეთქებელი ნივთიერების ნარჩენები,რომელსაც საზღვაო ნაღმებისა და ტორპედოს დასამზადებლად იყენებენ.
ამ პროვოკაციული სამხედრო შეტევის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოითხოვს ჩრდილოეთ კორეის მთავრობისგან ჩადენილი აქტის გამო ბოდიში მოიხადოს და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს.დროა ჩრდილოეთ კორეამ პასუხი აგოს აგრესიულ საქციელზე.ამის გამო შეერთებული შტატები სამხრეთ კორეას გადაწყვეტილებას ეთანხმება და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნგ ბაკი ამ საკითხს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე დააყენებს. შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების მომხრეცაა. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და გაეროში ამერიკის ელჩი სიუზან რაისი კორეელ, იაპონელ, ჩინელ და რუს კოლეგებთან ერთად ამ თემაზე კონსულტაციებს მართავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან ერთადაც ,რის შემდეგაც საბჭო ერთ საერთო გადაწყვეტილებას შეიმუშავებს.
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და საერთაშორისო კანონსაწინააღდეგო ქმედების გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყანაში არსებულ სამთავრობო სააგენტოებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული პოლიტიკის გადახედვა მოსთხოვა. ამ ნაბიჯით შეერთებული შტატები თავისი მხრიდან პროვოკაციული ქმედების საწინააღმდეგო ადეკვატურ ზომებს გაატარებს და შესაბამის რეაქციას გამოხატავს.
ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასა და სხვა მოკავშირეებთან ერთად შეეცდება,რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მოსალოდნელი საშიშროების გამო, რეგიონში არსებული სტაბილურობა არ დაირღვეს.