ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მეამბოხეებმა მძევლები გაათავისუფლეს


ტომთა უხუცესები დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ცდილობენ.

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს პაკისტანის სამხედრო ძალების თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განლაგებული მეამბოხეების საყრდენი ბაზები დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ ცოტა 30 მეამბოხე დაიღუპა.

პაკისტანის სამხედრო ძალების ოპერაციის მთავარი მიზანია ორაკზაის რეგიონში ავღანეთის საზღვართან მაღალმთიან რაიონებში გამაგრებული თალიბი მეამბოხეების განადგურება.

ყურამის ტომებით დასახლებულ რეგიონში შაბათს მძევლად აყვანილი 60 პირიდან დღეს მეამბოხეებმა 50 გაათავისუფლეს.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ტომთა უხუცესები დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ცდილობენ.

გავრცელებული ცნობების თანახმად, მძევლების აყვანა ქალაქ ფეშავარსა და ქალაქ პარაჩინარს შორის გაყვანილ გზატკეცილზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ პარაჩინარი ყურამის ტომებით დასახლებული რეგიონის მთავარი ქალაქია.

ოფიციალური პირების განცხადებით, მძევლებს შორის პაკისტანის სამთავრობო ელექტროკომპანიის თანამშრომლები არიან.

XS
SM
MD
LG