ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებები მოხდა


სხვადასხვა აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად დაღუპულია სამოცდაშვიდი ადამიანი.

დღეს ერაყში განხორციელებული სხვადასხვა აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად დაღუპულია სამოცდაშვიდი ადამიანი. ოფიციალური ცნობის თანახმად, ყველაზე დიდი მსხვერპლი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰილაში მომხდარ ორი ბომბის აფეთქებას მოჰყვა. ამ ტერაქტების შედეგად დაიღუპა ოცდათექვსმეტი, ხოლო დაიჭრა ასი ადამიანი. დღეს დილით კი ბაღდადიდან ორმოცდაათი კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სუვაირაში განხორციელებულ ორმაგ აფეთქებას ცამეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა. აქ დაჭრილია სამოცდაათი ადამიანი. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბაღდადში ექვს სხვადასხვა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმებს შვიდი ერაყელი ჯარისკაცისა და ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვა აფეთქებები ქალაქ ფელუჯაში პოლიციელების სახლებთან მოხდა:

„ეს დანგრეული სახლი ორი წლის წინ მოკლულ პოლიციელს ეკუთვნოდა. ახლა კი მისი ოჯახის წევრები გამოათრიეს ნანგრევებიდან. კი მაგრამ მათ რა ბრალი მოიძღვით? “. ამბობს ფალიჯას ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

XS
SM
MD
LG