-" 26 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შესახებ აფხაზეთში, ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, რომელთა შორის ორი ფაქტორია ალბათ, როგორც ყველა არჩევნებში გამოსაყოფი ეს არის საშინაო და საგარეო.
ჩვენ შემთხვევაში საგარეო ფაქტორებზე თუ ვისაუბრებთ გამოხმაურება აბსოლუტურად ერთგვაროვანია და ასეც იქნებოდა იმ პლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დასავლეთში და ეს გულისხმობს შემდეგს, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არცერთი დიდი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში როლს თამაშობს, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და რომ არ აღიარებს ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ტექსტები რომლებიც საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ამერიკის მხარემ ასევე ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ყველა თითქმს იდენტურია და გულისხმობს შემდეგს, რომ აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, მისი ტერიტორია და ვერავითარ არჩევნების ლეგიტიმურობაზე, პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობაზე დამოუკიდებელი ქვეყნისა ლაპარაკი არ იქნება.
ბატონმა გოჩამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ არამც თუ აღიარა აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა არამედ მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები რომელიც აფხაზეთიდან ჯარების გაყვანას გულისხმობს. ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური ამაზე იქნა აქცენტი გაკეთებული, არამედ ისიც აღინიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სხვას არაფერს არ გულისხმობს თუ არა ჯარების გაყვანას აფხაზეთის ტერიტორიიდან. ყველა ამ კონტექსტიდან გამომდინარე და იმ განცხადბებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დასტურდება საყოველთაოდ მიღებული ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღებული ნორმები რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება ლეგიტიმურად იწოდებოდეს არჩევნები იმ ტერიტორიაზე სადაც არჩევნები ტარდება იმ დროს როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად 500 000 ადამიანია გამოძევებული არ შეიძლება ლეგიტიმურად იქნას აღიარებული ის არჩევნები როლმელიც ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის დარღვევით იქნა ერთპიროვნულად რუსების მიერ აღიარებული და მრავალი სხვა.
ამერიკის პოზიცია ისტორიანოლანდმა ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ იდენტურია იმ საერთაშორისო შეხედულებებისა და ნორმებისა რომელიც მთლიანადაა დამკვიდრებული მთელ მსოფლიოში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ინტერესების აქტიური გამტარებელია და თავის თავს მოიაზრებს მის პარტნიორათაც მიუხედავად იმისა რომ ამერიკას ძალიან ბევრი პრობლემები აქვს და ერთი შეხედვით მართლაც საქართველო შეიძლება არ იყოს გამსაზღვრელი საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკის ადმინისტრაციისა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ამ ეტაპზე და იმედს ვიტოვებ რომ მომავალშიც ჩვენი ინტერესების მთავარ გამტარებლად რჩება."