ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანო ბას


ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანო ბას
ამერიკა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანო ბას

ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაზე ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანმა ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი ა.შ.შ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტოლოგი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე საუბრობს.

-„ რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ა.შ.შ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს ბუნებრივიცაა, ვაინაიდან ამერიკა და საქართველო არიან სტრატეგიული მოკავშირეები და ამერიკა თავისთავად ძალიან დაინტერესებული არის სამხრეთ კავკასიაში რეგიონის სტაბილიზაციით და აქედან გამომდინარე თავისი საკუთარი ინტერესების გატარებით. ასევე ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ა.შ.შ იზიარებს საქართველოს შეშფოთებას რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა რეგიონის სტაბილურობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. როგორც ცნობილია ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე საქართველოში რეფორმების თემასაც შეეხო. ეს დასავლეთის პირდაპირი მოთხოვნა არის საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მეტი დემოკრატია და რაც შეიძლება მეტი რეფორმები გატარდეს. რეფორმები რომ ჩვენს ქვეყანაში გასაღრმავებელია და დემოკრატიული პროცესები, რომ უფრო მეტად განსავითარებელია ამაში ორი აზრი არ არსებობს და რა თქმა უნდა ჰილარი კლინტონმა ამით კიდევ ერთხელ მიანიშნა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საჭირო არის აუცილებლად რეფორმები უპირველეს ყვოლისა საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის, იმიტომ რომ ჩემის აზრით აუცილებელია ერთხელ მაინც მოხდეს ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანი გზით და არა ეგრეთ წოდებული რევოლუციებით. მე პირადად ჩემს აზრს გამოვთქვავ და ვიტყვი, რომ 1990 წლის შემდეგ ნამდვილი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები სამწუხაროდ საქართველოში არ ჩატარებულა და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას აცულებლად გაითვალისწინებს, შექმნის შესაბამის გარემოს იმისათვის, რომ ჩატარდეს საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები. ნატო- საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ მიღებულ განცხადებაში რუსეთს მოუწოდებენ შეასრუყლოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ევროკავშირის შუამდგომლობით საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები და ასევე გააუქმოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან მისასალმებელია, რომ დასავლეთი ასე გულისყურით ეპყრობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და მოუწოდებს რუსეთს, რომ მან გააუქმოს 2008 წლის 26 აგვისტოს პრეზიდენტ მედვედევის ბრძანებულება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ამაზე რუსეთი წავიდეს, ვინდაიდან იმთავითვე რუსეთმა გააკეთა ძალიან მწავავე განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ნატოელი პარტნიორები საქართელოს ხელისუფლების უსაფრთხოებასა და კავკასიაში სტაბილურობის საკითხების მიმართ ხელისუფლებას უფრო კონსტრუქციულად განაწყობდნენ. რაზე შიეძლება ლაპარაკი, როდესაც რუსეთმა ფაქტობრივად ამ ტერიტორიების ოკუპაცია . აქედან გამომდინარე რუსეთმა ფაქტობრივად თავისი მისია, რაზეც ის ოცნებობდა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან უკვე შეასრულა და ვფიქრობ რომ ამას ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მივენდოთ დროს, დროში გაჭიმულ პროცეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არაღიარების პროცესი, რომელიც დასავლეთს აქვს ამ ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორეიბის მიმართ საბოლოო ჯამში დამთავრდება წარმატებით და აღსდგება საქართველოს იურისდიქცია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს იგივე დაშლის ქმედებები ემუქრება საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ჩვენთან მან განახორციელა 2008 წლი ს აგვისტოში.

XS
SM
MD
LG