"საერთაშორისო ამნისტიამ" აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს დემოკრატიის მომხრე აქტივისტთა დევნა, რომელთაც საპროტესტო აქცია პარასკევს აქვთ დაგეგმილი. "საერთაშორისო ამნისტია" ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელ აქტივისტთა თანახმად მათ წევრებს იჭერენ, არ აძლევენ ადვოკატთან შეხვედრის უფლებას და აწამებენ აქტივისტებს. ადამინის უფლებათა დაცვის აზერბაიჯანელმა აქტივისტმა ფუად ჰასანოვმა "საერთაშორისო ამნისტიას" განუცხადა, რომ აზერბაიჯანელი ძალოვანები აშინებენ ახალგაზრდებს, რათა არ განმეორდეს ახლოა-ღმოსავლეთის ქვეყნებში მომხდარი არეულობა. ბაქოში აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს დაიცვას კანონიერება და დაკავებულ აქტივისტთა უფლებები.
"საერთაშორისო ამნისტიამ" აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს დემოკრატიის მომხრე აქტივისტთა დევნა, რომელთაც საპროტესტო აქცია პარასკევს აქვთ დაგეგმილი.
პოპულარული
1