ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში თავს დაესხნენ ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოებს


ლიბიაში თავს დაესხნენ ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოებს

ტრიპოლიში ბრბო თავს დაესხა ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოებს და როგორც სჩანს ეს საპასუხო ნაბიჯი იყო ლიბიის მთავრობის მხრივ ნატოს სარაკეტო დარტყმაზე, რასაც მოამარ კადაფის ვჟიშვილი და სამი შვილიშვილი შეეწირა.

გაერომ გაიყვანა მისი თანამშრომლები ტრიპოლიდან. ბრიტანეთის სააგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰეიგმა დაჰგმო თავდასხმები საელჩოებზე. თავდასხმის შედეგად ბრიტანეთის საელჩო პრაქტიკულად მთლიანად არის გადამწვარი. ჰეიგმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აძევებს ლიბიის ელჩს. იტალიამ განაცხადა, რომ კადაფის მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვან უცხოური ქვეყნების მისიები. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის უმეტესმა ქვეყნებმა დახურეს მათი საელჩოები ტრიპოლიში და ევაკუაცია მოუხდინეს პირად შემადგენლობას, სანამ ნატო დაიწყებდა მის ოპერაციებს ლიბიაში. აშშ-ს სახ-დეპმა დაჰგმო თავდასხმები საელჩოებზე და აღნიშნა, რომ მის ხელთ არის ინფორმაცია, რომლის თანახმად თავდასხმის სამიზნე ამერიკული დიპლომატიური ობიექტებიც შეიძლება გამხდარიყო.

XS
SM
MD
LG