ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელი დისიდენტის ოჯახმა აშშ-ს შეაფარა თავი


ჩინელი დისიდენტის ოჯახმა აშშ-ს შეაფარა თავი
ჩინელი დისიდენტის ოჯახმა აშშ-ს შეაფარა თავი

გუო ქვანს 2009 წელს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინელი დისიდენტის ოჯახმა ქვეყანა დატოვა და შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ამერიკაში მოქმედი ჩინეთის დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ყოფილი პროფოსორის გუო ქვანის მეუღლე და 12 წლის შვილი გუშინ ლოს-ანჟელესში ჩაფრინდნენ. მათ ჩინეთის დატოვებაში რამდენიმე ქრისტიანული ორგანიზაცია დაეხმარა. ჩინელი პროფესორის ოჯახი ამერიკის მთავრობას მიმართავს და დისიდენტის ციხიდან გათავისუფლებაში დახმარებას თხოვს. გუო ქვანს 2009 წელს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც მან მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG