ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების წინასაახალწლო წარმატებები და კომპრომისების მიზეზი


დემოკრატების წინასაახალწლო წარმატებები და კომპრომისების მიზეზი
დემოკრატების წინასაახალწლო წარმატებები და კომპრომისების მიზეზი

იანვარში პრეზიდენტი ობამა კონგრესის ტრიბუნიდან ერს მიმართავს

ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების პოლიტიკაში რამდენიმე მოვლენა მოხდა, ყველაფერმა ამან კი შესაძლოა პრეზიდენტ ობამას შიდა პოლიტიკურ კურსში ცვლილებები გამოიწვიოს. უმთავრესი მიზეზი კი ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება გახდა, რის შემდეგაც ამერიკის ლიდერმა გააცნობიერა, რომ ეს მისთვის და მისი დემოკრატიული პარტიისთვის საკმაოდ დამაფიქრებელი მოვლენა იყო. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მელონი არკვევდა.

„თუკი გასული პერიოდიდან რაიმე გაკვეთილია სასწავლი, ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვართ განწირულები გამოუვალი მდგომაროებისთვის. ჩვენ ნოემბრის არჩევნების შემდეგ დავინახეთ რომ გვაქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ პროგრესისთვის, არამედ ამ პროგრესის ერთად მიღწევისთვის. და მე არ ვარ გულუბრყვილო. მე ვიცი, რომ წინ მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ მე ამ ახალ წელს ვხვდები იმ იმედით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამერიკელი ხალხისთვის საერთო სულის შენარჩუნება არა მხოლოდ 2011 წელს, არამედ შემდეგაც,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კომპრომისული შეთანხმებები განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემცირებული გადასახადების შენარჩუნებაა ყველა ამერიკელისთვის, რაც ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იქნა მიღებული. ასევე ამ სიაში აუცილებლად უნდა შევიდეს რუსეთთან დადებული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ჰომოსექსუალისტებისთვს ჯარში ღიად მსახურების უფლების მიცემა. თუმცა, ამ პოლიტიკით ყველა არ არის კმაყოფილი. სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრაჰამი ამბობს, რომ დემოკრატებმა წარმავალი კონგრესის ბოლო დღეეებით ისარგებლეს, განსაკუთრებით როდესაც კანონი სახელად „არ იკითხო და არ უპასუხო“ შეცვალეს. ეს კანონი ჰომოსექსუალისტებს და ლესბოსელებს უფლებას აძლევდა ისე ემსახურათ შეიარაღებულ ძალებში, რომ არ გაეთქვათ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია.

დემოკრატებმა საკანონმდებლო გამარჯვებების სერია სიხარულით აღნიშნეს. მათ კარგად იციან, რომ იანვრიდან წარმომადგენელთა პალატაში უკვე არარ ექნებათ უმარვლესობა.

მერილენდელი კონგრესმენი სტენი ჰოიერი წარმომადგენელთა პალატაში უკვე ორჯერ იყო არჩეული. მისი თქმით, კონგრესში ორივე პარტიამ მოახერხა, რომ საკამათო საკითხებზე საბოლოო ჯამში საერთო ენა ეპოვათ.

„მე ვფიქრობ რომ პოლიტიკის კეთება ნაწილობრივ დასრულებულია. თუმცა, ის საბოლოოდ არასდროს დასრულდება. მაგრამ არჩევნების დროს ხალხმა მიგვანიშნა, რომ მათ სურთ იხილონ ჩვენი ერთობლივი მუშაობა,“ - განაცხადა ჰოიერმა.

ზოგიერთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პრეზიდენტი ობამა დაეთანხმა რესპუბლიკელებს, რათა შენარჩუნებულიყო ბუშის დროინდელი შემცირებული გადასახადები ყველაზე მდიდარი ამერიკელებისთვისაც კი. პოლიტიკის ანალიტიკოსი რიჩარდ ვულფი ამბობს, რომ პრეზიდენტის მზადყოფნა წასულიყო კომრომისზე გადასახადებთა დაკავშირებთ განპირობებული იყო სტარტის ხელეშკრულების რატიფიცირებისათვის რესპუბლიკელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

„ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ დამოუკიდებელი ამომრჩევლები რომელთაც არ მოსწონთ პარტიული პოლიტიკა, ასევე მის ჯგუფში შედიან. მათ ობამას მხარი დაუჭირეს 2008 წლის არჩევნებში, თუმცა ისინი დემოკრატების წინააღმდეგ შეტრიალდნენ 2010 წლის დეკემბერში. მაგრამ თუკი ის დააპირებს პრეზიდენტად ხელახლა იყაროს კენჭი, მაშინ შეეცდება ამ ჯგუფის ისევ თავის მხარეზე გადმოყვანას,“ - აცხადებს ვულფი.

თუმცა ყველაზ დიდი გამოცდა ახალი წლიდან პრეზიდენტ ობამასთვის იანვარში იქნება, როდესაც, ის კონგრესის ორივე პალატის სხდომაზე შეერთეული შტატების მოსახლეობას მიმართავს.

XS
SM
MD
LG