ირანელი კანონმდებლები მოითხოვენ ბრიტანეთთან ურთიერთობის მინიმუმამდე დაყვანას და ბრიტანეთის ელჩის გაძევებას. ირანის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ელჩი ირანში საიმონ გასი ბრიტანეთ-ირანის ურთიერთობის არა გაუმჯობესებას არამედ გაუარესებას ცდილობს ეს რეაქცია მოჰყვა ბრიტანეთის საელჩოს ვებ-გვერდზე გასის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელის თანახმად მსოფლიოში ყველაზე დიდი საშიშროება ადვოკატებს, ჟურნალისტებსადა აქტივისტებს ირანში ექმნებათ. თეირანში გუშინ სალჩოს შენობის წინ სპროტესტო მანიფესტაცია მოეწყო. აქციაში მონაწილეებმა ბრიტანეთისა და აშშ-ს დროშები დაწვეს და განაცხადეს, რომ ბრიტანეთის დაზვერვის ხელი ურევია გასულ თვეს ბირთვულ დარგში ცნობილი ირანელი მკვლევარი მკვლელობაში.
პოპულარული
1