გლობალური ტემპერატურისა და ზღვის დონის მატება ცალკეული შემთხვევებია, რომლებსაც მსოფლიოს მოსახლეობა პანიკაშჲ მოჰყავს. სწორედ ეს ჩვეულებრივი ხალხი ხედავს კლიმატის ცვლილების ყოველდღიურ, უარყოფით გავლენას და სწორედ მათ აფიქრებთ შედეგები წლების შემდეგ.
მეცნიერები უკვე აქტიურად ფიქრობენ კლიმატის ცვლილების ფენომენზე, გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.
შარშან, კოპენჰაგენშჲ, გაეროს ეგიდით გამართული კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციის შემდეგ, გაჩენილი იმედგაცრუების შედეგია ის მეტნაკლები სკეპტიციზმი, რომელიც წლევანდელ დეკემბრის ფორუმს უძღვის წინ. კონფერენცია 29 გაიხსნება მექსიკის ქალაქ კანკუნში. მიუხედავად უარყოფითი გამოცდილებისა, რომელიც ყოველწლიურ შეკრებას ახლავს თან, ექსპერტები დღეს ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია თანდათანობითი ნაბიჯების გადადგმა იმ ქვეყნების მთავრობების მიერ რომლებიც მომავალ შეხვერას დაესწრებიან გლობალური დაბობისა და მისი უარყოფითი ეფექტების დაძლევის მიზნით.
"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გრეგ ფლაკუსი ამ თემაზე გარემოს დაცვის დარგში მომუშავე ექსპერტებს გაესაუბრა. სპეციალისტები არ უარყოფენ, რომ კოპენჰაგენის ფორუმს გარკვეულ საკითხებშჲ კომპრომისები მოჰყვა, თუმცა მან ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებს სათბურის გაზების ემისისიისას შეზღუდვებს დაუწესებდა.
დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნები ფართო გაგებით თანხმდებიან ემისიის შემცირების თაობაზე, მაგრამ სპეციფიურ შეზღუდვების დაწესებას ეწჲნააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ანალოგიური ზომები მათივე ეკონომიკური ზრიდს შეფერხებას გამოიწვევს.
სწორედ ამ უთანხმოების შედეგად, ვერ მოხდა კონსენსუსის მიღწევა, ამბობს ორგანიზაცია კლიმატის საერთაშორისო ქსელის დირექტორი დევიდ ტურნბალი:
„ შეთანხემის მიღწევა არა გაეროს სისტემის მიზეზით, არამედ კონსენსუს მიღწევისთვის არარსებული ნების გამო მოხდა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური წყობა არ არის თანხმობაზე ორიენტირებული და შედეგად, ყოვლისმომცველი, სამართლიანი, და ამბიციური შეთანხმების მიგება არ უნდა ვივარაუდოთ არც კანკუნში.“
ექსპერტები აცხადებენ, რომ კანკუნში ჩატარებული კონფერენციის ერთერთი მიზანი უნდა გახდეს ტყეების გაჩეხვის შეჩერება, რაც მეცნიერა განცხადებით, გლობალური დათბობის უპირველესი მიზეზია. დევიდ ტურნბალი ასევე ელის, რომ დაფუძნდება გლობალური კლიმატის ფონდი, რომელიც სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად შესაბამის პროექტებსა და ტექნოლოგიებს განავითარებს.