ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი დრონების გამოყენების გააქტიურებას აპროტესტებს


პაკისტანი დრონების გამოყენების გააქტიურებას აპროტესტებს
პაკისტანი დრონების გამოყენების გააქტიურებას აპროტესტებს

შეერთებულ შტატებს პაკისტანში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების არეალის გაზრდა სურს.

გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, რომ შეერთებულ შტატებს პაკისტანში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების არეალის გაზრდა სურს.

გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია ამერიკის და პაკისტანის მთავრობის ანონიმური წყაროები. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არეალის გაფართოება შეეხება პაკისტანის ქალაქ ქუეთას. შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ქალაქი ქუეთა არის არამარტო თალიბების დასაყრდენი, არამედ ადგილი, საიდანაც ხდება ტერორისტების ფინანსების გადაგზავნა და ახალი მეომრების გაწვრთნა.

თავის მხრივ, პაკისტანი აპროტესტებს დრონების გამოყენების არეალის გაზრდას, მაგრამ ქალაქში სადაზვერვო სამსახურის მუშაობის ნებართვა გასცა.

XS
SM
MD
LG