ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია ამერიკის ბირთვული პროგრამის ფონდს ზრდის


ობამას ადმინისტრაცია ამერიკის ბირთვული პროგრამის ფონდს ზრდის
ობამას ადმინისტრაცია ამერიკის ბირთვული პროგრამის ფონდს ზრდის

ადმინისტრაციას სურს რესპუბლიკელთა მხარდაჭერა მოიპოვოს.

კონგრესის წარმომადგენლების განცხადებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გეგმავს ამერიკის ბირთვული პროგრამის ფონდი ოთხი მილიარდი დოლარით გაზარდოს. ამით ადმინისტრაციას სურს რუსეთთან შეიარაღებული ძალების კონტროლის ხელშერულების გაფორმებაზე, რესპუბლიკელთა მხარდაჭერა მოიპოვოს.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაცია ფონდის გაზრდაზე მოლაპარაკებებს წამყვან რესპუბლიკელ სენატორებთან უკვე რამდენიმე ხანია აწარმოებს.

ზემოხსენებული ოთხი მილიარდი დოლარი დაემატება იმ 10 მილიარდ დოლარს, რომელიც მომავალი 10 წლის მანძილზე ამერიკის ბირთვული პროგრამის განხორციელებას მოხმარდება.

XS
SM
MD
LG