ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა სამიტზე ახალი გეგმით გამოდის


პრეზიდენტი ობამა სამიტზე ახალი გეგმით გამოდის
პრეზიდენტი ობამა სამიტზე ახალი გეგმით გამოდის

შეერთებული შტატების სამომავლო განვითარება წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების სავაჭრო ურთეირთობებთან კავშირშია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, იაპონიაში მსოფლიო ლიდერების წინაშე ვაშინგტონის სავაჭრო გეგმის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გეგმაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ექსპორტის ზრდა და აზიის ქვეყნების ეკონომიკის განვითარება უახლოეს ხუთ წელიწადში ორ რეგიონს შორის კონკურენტუნარიან სავაჭრო ბაზარს შექმნის.

„ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოში თითოეული ქვეყნის განვითარებამ დანარჩენი ქვეყნების წინსვლას ხელი არ უნდა შეუშალოს. თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ვიმოქმედებთ, მეტად ძლიერები გავხდებით და სავაჭრო ურთეოერთობებსაც უფრო მეტად განვავითარებთ“-აღნიშნა ბატონმა ობამამ.

პრეზიდენტმა აპეკის 21 წევრის წინაშე გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სამომავლო განვითარება პირდაპირ კავშირშია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების სავაჭრო ურთეირთობებთან. ამიტომაც ვაშინგტონის გეგმით, კონკრუნციისა და განვითარების ფონზე, პირველ რიგში ამ ქვეყნების მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს.

სამიტის წევრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ასევე ისაუბრა იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმაც და შეკრებილებს იაპონიის მხრიდან მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღუთქვა.

XS
SM
MD
LG