ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის არმია ერაყში ვადის ბოლომდე დარჩება


ამერიკის არმია ერაყში ვადის ბოლომდე დარჩება
ამერიკის არმია ერაყში ვადის ბოლომდე დარჩება

არსებული შეთანხმებით, შეერთებული შტატების არმიამ ერაყის ტერიტორია 2011 წლის ბოლოსთვის უნდა დატოვოს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკის არმია ერაყში ვადის ბოლომდე აპირებს ყოფნას და შესაძლოა ვადის გახანგრძლივებაც კი, თუ ამას ერაყის ლიდერები მოისურვებენ.

რობერტ გეითსმა ეს განცხადება დღეს, კუალა ლუმპურში მალაიზიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

არსებული შეთანხმებით, შეერთებული შტატების არმიამ ერაყის ტერიტორია 2011 წლის ბოლოსთვის უნდა დატოვოს. თუმცა ძალადობის ახალი ტალღის შემდეგ, ერაყის და ამერიკის ოფიცილაურმა პირებმა ამ შეთანხმების გადახედვა დაიწყეს.

თუმცა, გეითსის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტლება ერაყის მოქმედი მთავრობის მოთხოვნაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

XS
SM
MD
LG