ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ მინისტრები კულუარებში მსჯელობენ


პრემიერ მინისტრები კულუარებში მსჯელობენ

შეხვედრა მიმართულია ორ ქვეყანას შორის შექმნილი დაძაბულობის გასანეიტრალებლად.

იაპონიისა და ჩინეთის პრემიერ მინისტრები ასეანის სამიტის დროს კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს , შეხვედრა მიმართულია ორ ქვეყანას შორის შექმნილი დაძაბულობის გასანეიტრალებლად.

ვენ ჯიობაო და ნაოტო კანის პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, მას შემდეგ რაც ჩინეთმა იაპონია ვიეტნამში მიმდინარე სამიტის გარემოს დაძაბვაში დაადანაშაულა. ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა ტერიტორიული დავის საფუძველზეა დაძაბული, რომელიც რამდენიმე კუნძულს შეეხება.

თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება შესთავაზა მხარეებს. ამასთან დასძინა, რომ აშშ-ს კუნძულების სუვერენიტეტის მიმართ პოზიცია არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG