ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს გენერალური პროკურორი ჩინეთს სტუმრობს


აშშ-ს გენერალური პროკურორი ჩინეთს სტუმრობს
აშშ-ს გენერალური პროკურორი ჩინეთს სტუმრობს

ამერიკის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი ჩინეთს ნობელის პრემიის ლაურეატის, ლიუ სიაბაოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

დღეს ჰონგ კონგში გამოსვლისას, ჰოლდერმა განაცხადა, რომ ლიუს აღიარება კარგად დამსახურებულია და პეკინმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს არ უდნა გადაუხვიოს.

“ლიუ სიაბაოს ამბავი უბედური შემთხვევაა. ვფიქრობ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობას ავალდებულებს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედოს და სიაბაო გაათავისუფლოს.”-განაცხადა ჰოლდერმა.

მისივე განცხადებით,როდესაც ამ კვირაში ჩინეთის ოფიციალურ პირებს ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის საკითხების განსახილველად შეხვდება, ის აუცილებლად წამოჭრის სიაბაოს გათავისუფლების საკითხს. ჩინეთი ექსპორტიორ ქვეყანათა შორის პირველია, ვისაც ამერიკაში გაყალბებული საქონელი შემოაქვს.

XS
SM
MD
LG