ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის სამი მოსამსახურე დაიღუპა


ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის სამი მოსამსახურე დაიღუპა

წლევანდელი წელი ავღანეთში საერთაშორისო კოალიციისთვიის ყველაზ ტრაგიკულ პერიოდად შეფასდა.

ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით, ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის სამი მოსამსახურე დაიღუპა.

ორი მათგანი ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მესამე კი ამბოხებულებთან ბრძოლის დროს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სხვა დეტალებს არ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი ავღანეთში საერთაშორისო კოალიციისთვიის ყველაზ ტრაგიკულ პერიოდად შეფასდა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს ავღანეთში ალიანსმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამასთანავე ალიანსის განცხადებით, მათ ყანდაჰარში თალიბაინის ორი ლიდერი დააპატიმრეს. ასევე დაკავებულია მეორე ტერორისტული ქსელის ჰაქანის დაჯგუფების ერთერთი მეთაური

XS
SM
MD
LG