პაკისტანის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი ყველა ღონეს მიმართავს, რათა მიაღწიოს პაკისტანელი მეცნიერის გათავისუფლებას და პაკისტანში დაბრუნებას, რომელსაც ამერიკულმა სასამართლომ თავისუფლების 86 წლით აღკვეთა მიუსააჯა. სასამართლომ აფია სიდიკი დამნაშავედ სცნო აშშ-ს ძალოვანთა მოკვლის მცდელობაში. როგორც პროკურატურამ განაცხადა 2008 წელს სიდიკის ავღანეთში დაკითხვას უტარებდნენ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტები, როდესაც მან დაცვას გამოსტაცა ხელიდან იარაღი და ცეცხლი გაუხსნა მათ.