პოლონეთის პოლიციამ პარასკევს დააკავა ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერი ახმედ ზაკაევი, მაგრამ სულ მალე იგი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს.
ვარშავაში ჩასვლისას ახმედ ზაკაევმა განაცხდა, რომ არ ეშინია რუსეთში ექსტრადიციის, სადაც მას ტერორიზმში ადანაშაულებენ.
ზაკაევის დაპატიმრება და განთავისუფლება რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობის დაძაბულ პერიოდს დაემთხვა, სმოლენსკის მახლობლად პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ.