ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სამხედრო ბაზას სომხეთში ვადა გაუგრძელდა


მხარეებმა შეთანხმებას ხელი რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ორდღიანი ვიზიტის დროს მოაწერეს.

რუსეთის განცხადებით, სომხეთის ტერიტორიაზე ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა 2044 წლამდე გაგრძელდა.

ორივე მხარემ ამ შეთანხმებას ხელი, რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ორდღიანი ვიზიტის დროს მოაწერა.

აღსანიშნავია,რომ რუსული სამხედრო ძალები სომხეთის ტერიტორიაზე სამი ათასამდე ჯარისკაცის შემადგენლობით იმყოფებიან. ბაზაზე ასევე განლაგებულია საბრძოლო თვითმფრინავები და სარაკეტო სათავდაცვო სისტემა. ახალი ხელშეკრულებით, რუსულ ბაზაზე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის განახლებაც იგეგმება.

XS
SM
MD
LG