აშშ-ს მთავრობა ავღანეთის მთავრობას დაპირადა დახმარებას კერძო უშიშროების ფირმების საჭიროების შემცირების დარგში. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამ კერძო ფირმებს ოთხი თვე მისცა მოქმედების შესაჩერებლად. როგორც კარზაიმ განაცხადა ამ ფირმების უშიშროების სახელმწიფო სტრუქტურებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა ძირს უთხრის ავღანეთის უშიშროებას. სახ-დეპის რწმუნებული ფი ჯეი კროული დაეთანხმა იმ აზრს, რომ უშიშროების დარგს მხოლოდ ავღანეთის უშიშროების სახელმწიფო უწყება უნდა განაგებდეს, მაგრამ მისივე აზრით კერძო ფირმებისადმი დახურვისათვის მხოლოდ ოთხი თვისმიცემაარ არის მართებული.