ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის ტერორისტული აქტის შემდეგ ხუთი წელი გავიდა


ლონდონის ტერორისტული აქტის შემდეგ ხუთი წელი გავიდა
ლონდონის ტერორისტული აქტის შემდეგ ხუთი წელი გავიდა

ტერორისტული აქტების სულისჩამდგმელებს, ბრიტანეთის სამ მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

2005 წლის ივლისის თვეში ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ 5 წელი გავიდა. აფეთქებისას 52 ადამიანი დაიღუპა.

სულ რამდენიმე დღის წინ ამ ტერორისტული აქტების სულისჩამდგმელებს, ბრიტანეთის სამ მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ბევრი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა რადიკალი ისლამისტების მხვერპლი. ერთერთი მათგანი ბრიტანეთის უნივერსტეტის სტუდენტი ჰადია მასიე, რადიკალი ისლამური დაჯგუფების ჰიზბ უტ ტაჰირის წევრი იყო. მასიე თავისი საქციელის გამართლებას ცდილობს და ამბობს:

"მოზარდი ვიყავი, ემოციურად მოუმწიფებელი. მაწუხებდა უსამაერთლობა მსოფლიოში, ორგანიზაცია ამ უსამართლობისა და პრობლემების აღმოფხვრას ცდილობდა."

კოლეჯის შემდეგ მასიეს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. იგი სამი რწმენის ფორუმში მუშაობს და რადიკალური ისლამის წინააღმდეგ გამოდის:

"ივლისში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა გამომაფხიზლა. მსგავსი დაჯგუფებების ენით აუწერელმა სისასტიკემ ფარდა ახადა რეალობას."

აზია-წყნარი ოკეანის ფონდის წარმომადგენელი ემჯეი გოელი ამბობს:

"ბრიტანეთის დაზვერვის სააგენტოს მიერ გაკეთებული უკანასკნელი ანგარიში თანახმად, ქვეყანაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2000 პირი იმყოფება, რომლებიც მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ამჟამად ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 30 ტეორისტული აქტი მზადდება. ბრიტანეთში 200-მდე ტერორისტთა დაჯგუფება არსებობს. ეს რიცხვი შემაშფოთებელია ინგლისისთვის."

კველვითი ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ერთიანობის ცენტრის" მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში ისლამთან დაკავშირებული ტერორისტული აქტების სულისჩამდგმელთა სამი მეოთხედი, ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ამ ანგარიშის ავტორი რობინ სიმსოკსი გაკვირვებულია შედეგით:

"ბევრ მათგანს უმაღლესი განათლება ააქვს. კარგი სამსახურები, და არანაირი საერთო არ აქვთ ალ ყაიდასთან. ჩვენ კი ვთვლით, რომ ყველა მათგანი ალ ყაიდასთან არიან დაკავშირებულები."

7 ივლისს მომხდარი ტეორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში დააკავეს ბრიტანეთის სამი მოქალაქე. ისინი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში მიმავალი თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ. 2005 წლის შემდეგ, უშიშროების ძალებმა წარმატებით აღმოფხვრეს რამდენიმე ტერორისტული შეთქმულება.

"მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში დაბადებული და გაზრდილი ტერორისტები მომრავლდენენ, იდეოლოგია მაინც ოსამა ბინ ლადენს, ალ ყაიდასა და გლობალური ჯიჰადის მოძარობას უკავშირდება."

2005 წლის ივლისის თვეში მომხდარი ტეორისტული თავდასხმამ საზოგადოებაში შიში გამოიწვია. მიუხედავად იმისა რომ უკვე 5 წელი გავიდა, მას შემდეგ უშიშროების ძალები აღიარებენ, რომ თავდასხმის საფრთხე არ შესუსტებულა.

XS
SM
MD
LG