ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი საქართველოში


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პირველი ოფიციალური შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქალ ლიდერებთან მოეწყო. შეხვედრის დასრულებისას მან სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც შეხვედრაში მონაწლეთა კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე ჩვენი რესპონდენტი „კავკასიის ქალთა ქსელის“ თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ციხისთავი იმყოფებოდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონმა შეხვედრისას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ქალის როლს საქართველოში და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მხარდაჭერას საქართველოსადმი. ჩვენმა მეორე რესპონდენტმა პოლიტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ამერიკა კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს და ობამას პოლიტიკა რუსეთის მიმართ სულაც არ ხდება საქართველოს ხარჯზე. სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ კი ჩვენთან საუბარში ასეთი რამ თქვა:-„ აშშ-მ პრაქტიკულად უკვე დაამკვიდრა ტერმინი ოკუპაცია მის ოფიციალურ განცხადებებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამას მომავალში მოჰყვება ამერიკის მხრიდან ისეთი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი პრობლემების მოგვარებისაკენ.“ სახელმწიფო მდივანი ასევე ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდა, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს ობამას პოლიტიკა რუსეთის მიმართ ხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზეგიორგი თარგამაძეს და ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა შედგა. დასასრულს ჰილარი კლინტონმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

XS
SM
MD
LG