ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ამერიკულ სანაპიროზე თავდასხმა”


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მექსიკის ყურეში კიდევ ერთი დაზარალებული სანაპირო მოინახულა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მექსიკის ყურეში ჭაბურღილის აფეთქების შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი სანაპირო მოინახულა. მან კატასტროფას “ამერიკულ სანაპიროზე თავდასხმა” უწოდა.

მექსიკის ყურის ვერტმფრენით დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა იმ ხალხს მიმართა, ვინც ნავთობის გადინების შედეგად უშუალოდ დაზარალდა.

“თქვენ მიტოვებულები არ იქნებით. ვიდეო კამერებმა შეიძლება ეს ადგილი დატოვონ. მედია შეიძლება დაიღალოს ამ ამბის გაშუქებით, მაგრამ ჩვენ თქვენს მხარეს ვართ და არ დაგტოვებთ.”

პრეზიდენტი მექსიკის ყურის შტატების მმართველებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.

რეგიონში დაზიანების აღმოფხვრის მცდელობები გრძელდება. პრეზიდენტმა ობამამ დამხმარე მუშახელის რაოდენობის მომატების პირობა დადო, იმისათვის რომ სანაპირო ზოლი ნავთობისგან მთლიანად გაიწმინდოს.

თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხი მოთმინებას კარგავს, პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ კატასტროფაზე დაგვიანებული რეაქციის გამო.

“პრეზიდენტი აქ მხოლოდ ერთხელ იყო, თითქმის ერთი თვეა ნავთობის გადინება გრძლედება.”

ბარაკ ობამა კატასტროფის მიმდებარე ტერიტორიაზე მანამდე ორჯერ იყო და მეორე ვიზიტისას მან სანაპიროს გაწმენდის პირობა დადო.

“მე უპირობოდ ვიღებ პასუხისმგებლობას ამ პრობლემის მოგვარების შესახებ. “

კომპანია "ბრითიშ პეტროლიუმი" ნავთობის გადინების შეჩერების სპეციალურ ოპერაციას ახორციელებს. წესით 30 მაისს გაირკვევა, გაამართლა თუ არა მეთოდმა.

ბიპიში ამბობენ, რომ პრობლემის გადაჭრის მცდელობა მათ 900 მილიონი დოლარი უჯდებათ.

ამერიკის სასაზღვრო ზოლის დაცვის ადმირალი ტად ალენი, რომელიც მთავრობის მხრიდან ნავთობის გაჟონვის შეჩერებაზეა პასუხიმგებელია, ამბობს, რომ ტალახის მასამ გაზისა და ნავთობის ტალღის ზედაპირზე ამოსვლა შეაჩერა, მაგრამ დინება ბოლოდმე ვერ შეაკავა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კატასტროფის პირველი დღიდან, 20 აპრილიდან დღემდე, მექსიკის ყურეში სულ მცირე 147 მილიონი ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა.

XS
SM
MD
LG