ამერიკის საზღვაო ფლოტი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე რჩება. ამით ქვეყნები 2006 წლის შეთანხმებას ინარჩუნებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფლოტის გადაადგილების პირობა დადო.
დღეს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფუტენმას საჰაერო ბაზა, ოკინავას კუნძულის ნაკლებ დასახლებულ შვაბის ბანაკში გადაინაცვლებს. აქამდე ადგილობრივი მცხოვრებლები ამერიკული სამხედრო ნაწილის არსებობას აპროტესტებენ, შექმნილი ხმაურისა და დანაშაულებების მომატების გამო.
დღეს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და იაპონიის პრემიერ მინისტრმა იუკიო ჰატოიამამ შეთანხმების შესახებ სატელეფონით ისაუბრეს.