ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე დღეს დილით წყალბადის აფეთქება მოხდა


ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე დღეს დილით წყალბადის აფეთქება მოხდა
ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე დღეს დილით წყალბადის აფეთქება მოხდა

სულ მცირე 170 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს დაზიანებული ატომური ელექტროსადგურების რაიონიდან.

სულ მცირე 170 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს დაზიანებული ატომური ელექტროსადგურების რაიონიდან. ოფიციალური პირების განცხადების თანახმად არ არის გამორიცხული, რომ ქალაქ ფუტაბეს შორიახლოს განლაგებული ერთ-ერთი დაზიანებული ელექტროსადგურიდან რადიაციის მოქმედების ქვეშ ზოგი ევაკუირებული მოხვდა. მათივე განცხადებით ამჟამად ხდება ევაკუირებულთა შემოწმება რადიაციაზე. ტოკიოსაგან ჩრდილოეთით ფუკუშიმას ატომურელექტროსადგურზე დღეს დილით მოხდა წყალბადის აფეთქება. ამჟამად სპეციალისტები გამალებით ცდილობენ ტემპერატურის კონტროლს იმ რეაქტორებში, რომლებიც დაზიანდა მიწისძვრის გამო. ელექტროენერგიების კომპანიების განცხადების თანახმად მალე მოსახლეობა შეიგრძნობს ელექტროენერგიის უკმარისობას. დაღუპულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 10 000. მოსახლეობას არ ყოფნის საჭმელი და სასმელი წყალი.

XS
SM
MD
LG