თავის დროზე გაერომ ყადაღა დაადო ლიბიის ქონებას, მას შემდეგ, რაც სანქციები შემოიღო მოამარ კადაფის მთავრობის წინააღმდეგ. აშშ ამტკიცებს, რომ ფინანსური სახსრებია საჭირო, რათა სასწრაფოდ მიაწოდონ ლიბიის მოსახლეობას საწვავი, სურსათ-სანოვაგე და სასმელი წყალი. დღემდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ყოყმანობდა ყადაღის მოხსნის საკითხზე, რაგდანაც შიშობდა, რომ ეს თანხები შეიძლება არადანიშნულებისამებრ ყოფილიყო დახარჯული.
აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გარიგება ლიბიაზე
აშშ-მ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეთანხმებას მიაღწიეს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ლიბიურ ქონებაზე ყადაღის მოხსნის საკკითხში.