ამერიკელებს განსაკუთრებით აწუხებთ ის საშიში ეკკონომიკური შედეგები, რომელიც შეიძლება თან მოჰყვეს დეფოლტის გამოცხადებას. ბევრი ამერიკელი თავის გაღიზიანებას ვერ ალავს იმის გამო, რომ ვაშინგტონში პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ პრობლემის გამოსწორების გზების გამონახვას. ვაშინგტონ პოსტისა და ეიბისის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში 80-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აღშფოთებული ან უკმაყოფილოა ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებით. ამას გარდა ისიც იკვეთება, რომ ამომრჩევლები რესპუბლიკელებს უფრო მეტად ზდებენ ბრალს პრეზიდენტ ობამასთან შედარებით იმაში, რომ არ სურთ კომპრომისზე წასვლა. ობამამ გამოიყენა ეს მონაცემები და მოუწოდებს რესპუბლიკელ კონგრესმენებს კეთილი ნება გამოავლინონ და კომპრომისზე წავიდნენ.
-„ ამერიკელებს უკვე აღიზიანებს ის ფაქტი, რომ სიტყვა კომპრომისი ვაშინგტონში უაზრო სიტყვად იქცა. ისინი ხედავენ ლიდერებს, რომლებსაც არ სურთ შეკრება და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რათა ცოტათი მაინც სეუმპსუბუოქონ ცხოვრება ჩვეულებრივ ამერიკელებს. ამერიკელები შეურაცხყოფილნი არიან ამით და მიმაჩნია, რომ ეს სწორიც არის.“
წარმომადგენელთა პალატაში ახლადარჩეულ რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველმა მათ დაავალა შეამცირონ დეფიციტი, შეამოცირონ მტავრობის მასშტაბები და არანაირ კომპრომისზე არ წავიდნენ იმ საკითხებში, რომლებიც ძირს უთხრის ამ მიზნების მიღწევას. მათი უმრავლესობა კონგრესში ე.წ. ჩაის პარტიის წევრთა მხარდაჭერით მოხვდა. აი რა თქვა ამერიკის ხმასთან საუბარში ფლორიდის წარმომადგენელმა ალენ ვესტმა:
-„ თუ გსურს, რომ ნარკომანი გამოასწორო მას მეტი ნარკოტიკები არ უნდა მისცე. თუ გსურს ფედერალური მთავრობის რეაბილიტაცია მას დამატებითი ფული არ უნდა მისცე. ამ პრობლემებს ჩვენ ვერ ვწყვეტთ და უბრალოდ ამერიკელ ხალხს რაღაც უცნაურ თამაშს ვეთამაშებით. „
ვესტს და სხვა რესპუბლიკელებს მათი პოზიციის სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ის შედეგები, სადაც ამერიკელები ითხოვენ დეფიციტის შემცირებას. კონსერვარტორებისაგან პოლიტიკურმა ზეწოლამ თან მოიტანა ის, რომ კონგრესში რესპუბლიკელ ლიდერებს სულ უფრო უჭირთ საერთო პოზიციის გამონახვა თეთრ სახლსა და კონგრესის დემოკრატებთან.
პოლიტიკურ მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მნიშვნელოვან, თუმც ამავე დროს რთულ როლს თამაშობს ამ დებატებში. როგორც ჩვენთან საუბარში ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მრჩეველმა მარკ პენმა აღნიშნა ამომრჩეველმა შეიძლება საბოლოო ანგარიშში ორივე მხარეზე იყაროს ჯავრი მომავალი წლის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და მთავრობამ დეფოლტი გამოაცხადა. პოლიტიკური რისკი ორივე მხარისათვის უზარმაზარია. რესპუბლიკელებს სურთ გამოავლინონ ის, რომ -კონსორვატორების მოთხოვნას ითვალისწინებენ და მკაცრად მოითხოვენ სამთავრობო ხარჯების შემცირებას. პრეზიდენტმა ობამამ თავის მხრივ ზოგი დემოკრატი გააღიზიანა იმით, რომ მზად არის დაეთანხმოს სამთავრობო ხარჯების შემცირების მოთხოვნას, თუმც იმედი აქვს, რომ ამ პოზიციით იგი ცენტრისტული შეხედულებების მქონე ამომრჩევლის გულს მოიგებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.