ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი პეტრეუსი განცხადებას აკეთებს ყურანის დაწვის ფაქტზე


გენერალი პეტრეუსი განცხადებას აკეთებს ყურანის დაწვის ფაქტზე
გენერალი პეტრეუსი განცხადებას აკეთებს ყურანის დაწვის ფაქტზე

ავღანეთში კოალიციური ძალების მეთაურმა ამერიკელმა გენერალმა დეივიდ პეტრეუსმა ქაბულში საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაჰგმო ამერიკაში ერთ-ერთი პასტორის მიერ ყურანის სახალხოდ დაწვის ფაქტი.

ყურანის დაწვას ავღანეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პეტრეუსმა მიუსამძიმრა მათ ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ამ გამოსვლებისას. ამავე პრეს-კონფერენციიაზე სიტყვით გამოვიდა ავღანეთში ნატოს სამოქალაქო წარმომადგენელი მარკ სედვილი. როგორც მან თქვა ყურანის საჯაროდ დაწვა ისლამისადმი აშკარად უპატივცემულობის გამოხატულებაა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს იმ ერების აზრს ისლამზე, რომლებიც კოალიციაში შედიან. სამი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას შემთხვევით გაზის ბალონების აფეთქების შედეგად მსხვერპლს ჰქონდა ადგილი.

XS
SM
MD
LG