პენტაგონის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცი, რომელმაც ავღანეთში მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა, აშშ-ში დააბრუნეს.
თავდაცვის დეპარტამანეტის პრესცენტრის განცხადებით, დამნაშავე ჯარისკაცის ადგილსამყოფელი მანამ არ გამჟღავნდება, ვიდრე გამომძიებლები მის დაკითხვას არ დაასრულებენ.
თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცის მიერ განხორცილებული ძალადობრივი ფაქტი შეერთებული შტატების ავღანეთში მისიას ხელს ვერ შეუშლის. ავღანეთში ვიზიტისას პანეტამ აღნიშნა, რომ ავღანეთის და აშშ-ს მოქალაქეთა მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტები ამ ერების ხალხთა და უშიშროების ძალების დამოკიდებულებად არ უნდა შეფასდეს.