ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ ამერიკელები კონგრესის მუშაობას?


როგორ აფასებენ ამერიკელები კონგრესის მუშაობას?

2011 წელს კონგრესმა მხოლოდ 80 კანონპროექტის დამტკიცება შეძლო.

მომავალ კვირას, ამერიკის პრეზიდენტი კონგრესის წინაშე ყოველწლიურ მიმართვას გააკეთებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს ბარაკ ობამას მესამე მსგავსი მოხსენება იქნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

ორგანიზაცია „გალოპის“ ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 11 პროცენტი იწონებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას. 2011 წელს კონგრესმა მხოლოდ 80 კანონპროექტის დამტკიცება შეძლო, განსხვავებით წინა წლიდან, როცა ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ 258 კანონი მიიღო.

კონგრესის შესახებ არსებული შეხედულებების პარალელურად, მოხდა ამერიკელთა გამოკითხვა პრეზიდენტის საქმიანობაზეც. ბარაკ ობამას რეიტინგი 46 პროცენტზეა. თუმცა ექსპერტების განცხადებით, ეს სახარბიელო შედეგი არ არის პრეზიდენტისთვის, რომელიც თანამდებობაზე მეორე ვადით მოსვლას აპირებს.

XS
SM
MD
LG