ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილით დასჯა - ამერიკული საზოგადოების დილემა


სიკვდილით დასჯა - ამერიკული საზოგადოების დილემა
სიკვდილით დასჯა - ამერიკული საზოგადოების დილემა

ყოველი რვა სიკვდილმისჯილიდან ერთი შესაძლოა უდანაშაულო იყოს

შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის მომხრეთა რიცხვი კვლავ მაღალია. ამას გელოპის ბოლო გამოკითხვაც ადასტურებს. თუმცა, თუ 1994 წელს სიკვდილით დასჯას 80 პროცენტი უჭერდა მხარს, ეს მაჩვენებელი დღეს 61 პროცენტამდეა დაცემული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რამდენიმე სიკვდილმისჯილი ახალი სამხილი მასალების წარდგენის შემდეგ გაამართლეს და გაათავისუფლეს. ეს ადამიანები თავიანთ ისტორიებს უკვე საზოგადოებას უყვებიან. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გრეგ ფლაკუსი ამ ისტორიების დეტალებს ტეხასიდან არკვევდა.

ნიუ-მექსიკოში რონ კეინის მკვლელობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. რონი სიკვდილით დასჯას იმან გადაარჩინა, რომ ნამდვილმა მკვლელმა თავისი დანაშაული მოძღვართან აღსარებაში აღიარა.

„რასაკვირველია მოძღვარმა უთხრა, რომ ვერ აპატიებდა ამ დანაშაულს და ეს ადამიანი უნდა წასულიყო და ეღიარებინა. ჩემს სიკვდილით დასჯამდე კი 9 დღე იყო დარჩენილი,“ - ყვება რონ კეინი.

როდესაც სიმართლე დადგინდა და კეინი გათავისუფლდა, ის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდა.

ნიუ-მექსიკოში სიკვდილით დასჯა უკვე გაუქმდა. კეინი თვლის, რომ ეს სასჯელი სამუდამო პატიმრობით უნდა შეიცვალოს.

„ეს ადამინები საშიში მკველელები არიან და რა თქმა უნდა ქუჩაში არ უნდა გაუშვან, თუმცა მე არც ის მინდა, რომ ვინმე სიკვდილით დასაჯონ. ისინი ციხეში უნდა დარჩნენ და მათ თავდებით გათავისუფლება არ უნდა შეეხოთ,“ - ამბობს კეინი.

ჩატარებული კვლევების თანახმად, ყოველი რვა სიკვდილმისჯილიდან ერთი შესაძლოა უდანაშაულო იყოს.სიკვდილმისჯილთა ადვოკატების განცხადებით, პროკურორების მხრიდან წარმოდგენილი მასალები ხშირად დაუდასტურებელია.

კლარენს ბრენდლის ტეხასში სიკვდილი ქონდა მისჯილი, ვიდრე ის განაჩენს გაასაჩივრებდა.

„დადასატურებულია, რომ ტეხასში ხშირად უდანაშაულო ხალხს სჯიან სიკვდილით,“ - ამბობს ბრენდლი.

მისი თქმით, ბევრი ღარიბი შავკანიანი ლივინგსტონთან ახლოს სიკვდილმისჯილთა საპყრობილეში გადაყავთ, რადგანაც ამ ადამიანებს კარგი დაცვის დასაქირავებლად ფული არ აქვთ.

ირანელი იმიგრანტი ომა ჰედაიატი ტეხასის ქალაქებში გამართლებულ პატიმრებთან ერთად ტურების ორგანიზებას ახორციელებს. მის ჯგუფს სახელად ქვია „უდანაშაულობის მოწმე.“

„რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ უდანაშაულობა ერთერთი მთავარი ფაქტორია, რათა ხალხმა გადაწყვიტოს ემხრობიან, თუ არა სიკვდილით დასჯას. ჩვენ უდანაშაულო ადამიანების სახეს წარმოვაჩენთ. იმ ადამიანების ვისაც თავდაპირველად უსამართლოდ გამოუტანეს განაჩენი,“ - ამბობს ჰედაიატი.

სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მეორე ძლიერი არგუმენტი მისი არაეფექტურობაა. დოროთი მაკკელანი ტეხასის უნივერსიტეტში ასწავლის. მისი თქმით, სიკვდილით დასჯა სინამდვილეში შურისძიების შედეგია და არა დანაშუალის შეკავების ფაქტორი.

თუმცა, შეერთებულ შტატებში ბევრი დარწმუნებულია, რომ სიკვდილით დასჯა ის ფაქტორია, რის გამოც ადამიანები მკვლელობაზე უარს ამბობენ. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ბევრ შემთხვევაში სიკვდილით დასჯის განაჩენი იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოაქვთ, ვისაც დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის.

XS
SM
MD
LG