ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ვალი - კონგრესის მუდმივი თავსატეხი


ამერიკის ვალი - კონგრესის მუდმივი თავსატეხი
ამერიკის ვალი - კონგრესის მუდმივი თავსატეხი

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ ის აღარ აპირებს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში რამდენიმე წამყვან კანონმდებელს შეხვდება და ამერიკის ვალის შემცირებას განიხილავს.

თეთრი სახლის პრეს სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ კონგრესი და ადმინისტრაცია ფინანსურ სირთულეებს თას ვერ გაართმევენ, ამერიკელ ხალხში ვაშინგტონის მიმართ არსებული ცინიზმი კიდევ უფრო გამძაფრდება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ ის აღარ აპირებს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ამერიკის საბიუჯეტო დეფიციტის მომდევნო 10 წლის განმავლობაში 4 ტრილიონი დოლარით შემცირებასთან დაკავშირებით.

ბეინერი თანახმაა, რომ დეფიციტი 4-ის ნაცვლად 2 ტრილიონი დოლარით შემცირდეს, რადგანაც მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საგადასახადო განაკვეთის არსებულ ზღვარზე დატოვება.

XS
SM
MD
LG