ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარტერის ვიზიტმა ამერიკელი ტუსაღის გათავისუფლება ვერ უზრუნველყო


კარტერის ვიზიტმა ამერიკელი ტუსაღის გათავისუფლება ვერ უზრუნველყო
კარტერის ვიზიტმა ამერიკელი ტუსაღის გათავისუფლება ვერ უზრუნველყო

ბატონი კარტერი პატიმარს პირადად შეხვდა და მისი ჩვენება გროსის უდანაშაულობის შესახებ გაიმეორა

ექსპრეზიდენტი კუბელ ოფიციალურ პირებს ამერიკელი ტუსაღის - ალან გროსის გათავისუფლებაზე ესაუბრა. იგი ახლახანს კუბაში საკომუნიკაციო დანადგარების შეტანისთვის დააპატიმრეს. მას 15 - წლიანი მუხლი აქვს მიყენებული. გროსის განცხადებით, კუნძულზე მდებარე მცირე ებრაულ სამეზობლოში მას მხოლოდ ინტერნეტ-სერვისის გაუმჯობესება სურდა.

ბატონი კარტერი პატიმარს პირადად შეხვდა და გაიმეორა მისი ჩვენება გროსის უდანაშაულობის შესახებ:

“მას 15 წლამდე პატიმრობის მუხლი აქვს მიყენებული და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მოლაპარაკების და კეთილი ნების შედეგად მას სულ მალე გაათავისუფლებენ.“

ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას დიდი იმედი ჰქონდა, რომ გროსს გაათავისუფლებდნენ. გასულ აგვისტოს ჯიმი კარტერის მიერ გამართული მოლაპარაკების შედეგად ჩრდილო კორეაში დატყვევებული ამერიკელი გაათავისუფლეს.

ექსპრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გროსის გათავისუფლების საფასურად მას არ შეუთავაზებია ამერიკაში მყოფი კუბელი ხუთი პატიმრის გაცვლა, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს. ეს ორი საქმე ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის, რადგან მიგვაჩნია, რომ დანაშაულის სიმძიმე აბსოლუტურად განსხვავებულია - აღნიშნა ბატონმა კარტერმა. თუმცა, იქვე დასძინა:

“ვფიქრობ, ალან გროსი უნდა გამოუშვან, რადგან მას სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია. რაც შეეხება ე. წ. „კუბელ ხუთეულს“, მიმაჩნია, რომ მათი გამოშვება უკვე შეიძლება, რადგან კუბელებმა საპატიმროში უკვე 12 წელი გაატარეს“.

სამდღიანი ვიზიტის დროს ბატონი კარტერი კუბის პრეზიდენტს - რაულ კასტროს და მის ძმას, ყოფილ პრეზიდენტ - ფიდელ კასტროს შეხვდა. მან ასევე მოინახულა სხვა ოფიციალური პირები, რელიგიური ლიდერები და 12 დისიდენტი, რომლებიც კუბის მთავრობამ ახლახან გამოუშვა პატიმრობიდან. ინტერვიუს ბოლოს ჯიმი კარტერმა დასძინა, რომ კუბის მთავრობამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების მიღება უნდა უზრუნველყოს. მათ შორის: სიტყვის, შეკრების და გადაადგილების თავისუფლების.

ჯიმი კარტერის ჰავანაში ვიზიტის ინიციატორი კუბის ოფიციალური ხელისუფლება იყო. ექსპრეზიდენტის პირველი ვიზიტი კომუნისტურ კუბაში 2002 წელს შედგა, იმ წელს, როცა მან ნობელის მშვიდობის პრემია აიღო. ის ჯერჯერობით ერთადერთია ამერიკის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის, რომელსაც კუბამ 1959 წლის შემდეგ უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG