ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა თეთრ სახლში გეითსს და პეტრეუსს შეხვდა


ობამა თეთრ სახლში გეითსს და პეტრეუსს შეხვდა
ობამა თეთრ სახლში გეითსს და პეტრეუსს შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში კერძო შეხვედრა იქონია აშშ-ს თავდაცვის მდივან რობერტ გეითსთან და ავღანეთში აშშ- სა და ნატოს სამხედრო ძალების მეთაურთან დეივიდ პეტრეუსთან.

განხილვის საგანი იყო ავღანეთში ამერიკისა და ნატოს სამხედრო მისია. თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ შეხვედრის დროს განხილული იყო ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო პოტენციალი, ავღანეთის ეროვნული უშიშროების განმტკიცებისა და ავღანეთის უშიშროების ძალებისადმი ქვეყნის უშიშროების მართვის სადავეების ავღანეთისადმი გადაცემის საკითხები. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება 21 მარტს უნდა გააკეთოს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ.

XS
SM
MD
LG