დღეს რუსეთის პარლამენტში ბირთვული პროგრამის ინიცატივას უნდა უყარონ კენჭი,საბოლოო რატიფიკაცია მომავალ წელს მოხდება.
დუმის ქვედა პალატის სპიკერის ბორის გრიზლოვის განცხადების მიხედვით, რუსეთის პარლამენტი ბირთვულ შეთანხმებას იმ პირობით უყრის კენჭს , თუ ამერიკის სენატში რატიფიკაციის დროს ხელშეკრულების ტექსტს არ შეცვლიან.
დუმაში ბირთვული პროგრამის ხელშეკრულების დამტკიცებას სავარაუდოდ სამი მოსმენა დასჭირდება.
პარლამენტის წევრის კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებით, დუმა ხელშეკრულებაზე მუშაობას მომავალი წლის იანვარში დაასრულებს. მისი თქმით, რუს კანონმდებლებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელშეკრულების ტექსტი საფუძვლიანად შეისწავლონ და სათანადო შესწორებები შეიტანონ.
ოთხშაბათს შეერთებული შტატების სენატმა სამხედრო შეიარაღების შემცირების სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე დამტკიცება სამოცდაათი ხმით ოცდაექვსის წინააღმდეგ მიიღო.