ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმი თბილისის მშვიდობიან დეკლარაციებს არ ენდობა


სოხუმი თბილისის მშვიდობიან დეკლარაციებს არ ენდობა
სოხუმი თბილისის მშვიდობიან დეკლარაციებს არ ენდობა

ჟენევაში თბილისმა მოსკოვისგან ძალის არგამოყენების პირობა მოითხოვა.

მიმდინარე კვირას ჟენევაში მოლაპარაკებების მე-14 რაუნდი გაიმართა.

”ამ მოლაპარაკებებით და თანათავმჯდომარეების მხრიდან მყარი და მკაფიო პოზიციის არარსებობის გამო, თბილისი იმედგაცრუებულია” - აცხადებს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია.

ჟენევაში თბილისმა მოსკოვისგან ძალის არგამოყენების პირობის დადება მოითხოვა, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 23 ნოემბერს ძალის არგამოყენების შესახებ გააკეთა განცხადება.

"სოხუმი თბილისის მშვიდობიან დეკლარაციებს არ ენდობა" - ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის წერილში, რომელიც მან გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს გაუგზავნა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ამ მიმართვასთან დაკავშირებით ამბობს :

” შეიძლება ითქვას, კი თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მაგრამ მისი ჩვენ არ გვჯერა.ასე შეიძლება საერთოდ არაფერი არ დაიჯერო, მაგრამ როდესაც ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ტრიბუნიდან პრეზიდენტი გამოდის და მას ფეხზე დგომით და მის ინიციატივებს ოვაციებით ღებულობენ, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოს იგივე რუსეთმა, იგივე სეპარატისტებმა და სხვებმაც, ვინც დაინტერესებულია იქ საქმის მოგვარებით".

"საქართველოს აგრესიის შემთხვევაში, აფხაზეთი თავს დაიცავს!" - ნათქვამია ბაღაფშის პან გი მუნისადმი გაგზავნილ მიმართვაში, სადაც სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი გაეროს გენერალურ მდივანს სოხუმსა და თბილისს შორის ურთიერთვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს .

თამაზ ხუბუას თქმით, აფხაზეთს თბილისისგან თავის დასაცავად არავითარი რესურსი არ გააჩნია, იმდენად არაპროპორციულია ძალები სამხედრო თვალსაზრისით:

” აფხაზი სეპარატისტები და მათი მარიონეტული რეჟიმი ვერ ფლობენ იქ სიტუაციას, იქ პროცესებს მხოლოდ რუსეთი განაგებს. ჩვენ მივესალმებით, თუ აფხაზები და ქართველები ერთად დასხდებიან და ამ საკითხებზე ისაუბრებენ. ძალიან დიდი ხნის წინ გვექნებოდა ყველა საკითხი გადაწყვეტილი, რომ არა გარეშე რეაქციული ძალები რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახით არ იყოს ამ საქმეში ჩარეული”.

ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ თვეში დაიწყო თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის, ვაშინგტონის მოანაწილეობით. მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს წარმომადგენლები.

აშშ-ს ჟენევის 16 დეკემბრის მოლაპარაკებებზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი წარმოადგენდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ცალმხრივი დეკლარაცია ძალის არგამოყენების შესახებ, მხარეებს დაეხმარება ადგილზე არსებულ კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება. ფილიპ გორდონმა რუსეთს ანალოგიური პირობის დადებისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ იმეორებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG