აშშ ცდილობს გამონახოს ეფექტური გზები, რათა ზეწოლა განახორციელოს იემენში ალყაიდას წევრებზე, მას შემდეგ რაც იემენიდან აშშ-ს მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებში საფოსტო გზავნილებში მოთავსებული ნაღმები აღმოაჩინეს. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად ვინაობადაუსახელებელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ იემენისადმი და ცდილობენ გამონახონ ის საშუელებები, რომლითაც ზეწოლას მოახდენენ იემენში მოქმედ ალყაიდას დაჯგუფებაზე. პენტაგონი ამ ცნობებს უარყოფს.
პოპულარული
1