ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰალალ ალ-სამავის დედა დააპატიმრეს


ჰალალ ალ-სამავის დედა დააპატიმრეს

22 წლის სტუდენტს მოტყუებით გააგზავნინეს ამანათები.

იემენის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გუშინ ღამე წარუმატებელ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის- ჰალალ ალ-სამავის დედა დააკავეს .

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატებისკენ მიმავალ სატვირთო თვითმფრინავში ამანათის სახით ორი ბომბი იყო დამალული. 22 წლის გოგო ჰალალ ალ-სამავი, რომელიც იემენის დედაქლაქის უღარიბეს რაიონში ცხოვრობს, სანას უნივერსიტეტის სტუდენტია.

როგორც სამავის ადვოკატები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამანათები სამავის სახელზე იყო გაფორმებული , არის ეჭვი რომ 22 წლის სტუდენტს მოტყუებით გააგზავნინეს ამანათები.

ამანათები პარასკევს ბრიტანეთსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროს აეროპორტებში იპოვნეს. ამანათების დანიშნულების ადგილი ჩიკაგოში ებრაელთა სალოცავები იყო.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მსგავსი ტერორიტული თავდასხმები ალ-ყაიდას ხელწერას გავს.

XS
SM
MD
LG