ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის მეჩეთი და პოლიტიკური მიზნები


ნიუ იორკის მეჩეთი და პოლიტიკური მიზნები
ნიუ იორკის მეჩეთი და პოლიტიკური მიზნები

იმამი ფეისალ აბდულ რაუფის განცხადება აბუ დაბიში ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა.

ნიუ იორკის მეჩეთი და პოლიტიკური მიზნები
ნიუ იორკის მეჩეთი და პოლიტიკური მიზნები

ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერორისტული ადგილის ახლოს მეჩეთის აშენების ორგანიზატორი იმამი აცხადებს, რომ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

იმამი ფეისალ აბდულ რაუფის ეს განცხადება აბუ დაბიში ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა. მისი თქმით, მეჩეთის აშენებას გარკვეული ჯგუფები წინასაარჩევნო კამპანიაში იყენებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ისლამური ცენტრის აშენებასთან დაკავშირებულ ვნებათა ღელვას იწვევენ არა მუსლიმანები ან არამუსლიმანები, არამედ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე რადიკალურად განწყობილი ადამიანები.

რაუფი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, მუსლიმანურ სამყაროში მოგზაურობს და ამერიკაში მუსლიმების ცხოვრების წარმოჩენას და რელიგიური ტოლერანტულობის გაღრმავებას ცდიილობს.

XS
SM
MD
LG