აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი კჯიმი კარტერი ამ რამოდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეას გაფრინდება, რათა მიაღწიოს იქ დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქის განთავისუფლებას. ეს ინფორმაცია ჟურნალმა "Foreign Policy"-მ გაავრცელა. ინფორმაცის თანახმად კარტერი ფხენიანს კერძო მოქალაქია სტატუსით ჩადის. ჩრდილოეთ კორეის პოლიციამ აიჯალომ მაჰლი გომესი იანვარში დააკავა ჩინეთიდან ჩრდილოეთ-კორეაში უნებართვოდ შესცვლის გამო. მას სასამართლომ რვა წლით თავისფლების აღკვეთა და 700 000 დოლარი ჯარიმის გადახდის განაჩენი გამოუტანა. ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო საშუალებების თანახმად გომესს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. ახლახანს სახ-დეპმა ფხენიანს მისი ჯგუფი გააგზავნა გომესის გასათავისუფლებლად, რაც უშედეგოდ დამთავრდა. აშშ-ს სახ-დეპი აცხადებს, რომ იგი შეშფოთებულია მისი ჯანმრთელობის გამო და ფხენიანისაგან ითხოვს ჰუმანიტარული მოსაზრებებით მის გათავისუფლებას.
პოპულარული
1